კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წლის ბოლომდე საქართველოში 15 რაიონული სასამართლო ჩამოყალიბდება

2 აგვისტო, 2005

წლის ბოლომდე საქართველოში 15 რაიონული სასამართლო ჩამოყალიბდება

თბილისი.31.07.05.მედიანიუსი. საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმის მიხედვით, ქვეყანაში 2005 წლის ბოლომდე 15 რაიონული სასამართლო ჩამოყალიბდება, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოების გამსხვილებას ითვალისწინებს.

ამავე რეფორმის ფარგლებში სასამართლო პოლიციის შექმნა და მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდაც იგეგმება.

„არსებობს რეფორმის საკანონმდებლო ბაზა. წარდგენილი 11 კანონპროექტიდან პარლამენტმა ყველა მათგანი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ რეფორმის განხორციელება დაწყებულია. რეფორმის პირველი შედეგი რაიონული სასამართლოების გაუქმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისტემის შექმნაა. რეფორმა ნაბიჯ-ნაბიჯ მთელი საქართველოს მაშტაბით განხორციელდება“, _ აცხადებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი.

სასამართლო ხელისუფლებაში მიმდინარე რეფორმის საკითხებზე უკვე  მესამე დღეა კვარიათში სემინარი მიმდინარეობს, რომელსაც ამ სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან.

ახალი ამბები