კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხიზრი ალდამოვი საქართველო-რუსეთის საზღვარზე მონიტორინგის განხორციელებას ითხოვს

11 აგვისტო, 2005

ხიზრი ალდამოვი საქართველო-რუსეთის საზღვარზე მონიტორინგის განხორციელებას ითხოვს

თბილისი.09.08.05.მედიანიუსი. გაეროს ლტოლვილთა კომისარიატი უახლოეს მომავალში საქართველოში მყოფი ჩეჩენი ეროვნების პირებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავს.

როგორც „მედიანიუსს“ საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელმა ხიზრი ალდამოვმა განუცხადა, 4 აგვისტოდან ჩეჩენი ეროვნების პირების რეგისტრაციის პროცესი დაიწყო და გაეროს კომისარიატიდან პასუხს უახლოეს მომავალში ელიან.

ალდამოვის თქმით, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასა და ჩეჩნების მესამე ქვეყნებში გადასვლასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა.
„მას შემდეგ, რაც საქართველოში ბუშის ჩამოსვლისას რამდენიმე ჩეჩენმა ლტოლვილმა შიმშილობა გამოაცხადა, ფაქტობრივად, არცერთ ქვეყანას აღარ უნდა მათი მიღება. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ჩეჩენი რუსეთის დროშებით და ზარზეიმით ბრუნდება ჩეჩნეთში, შემდეგ კი ჩამოდის საქართველოში და ლტოლვილის სტატუსს ითხოვს. მათი ასეთი საქციელი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული რუსულ სპეცსამსახურებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებს ბევრ ეჭვს უჩენს და სტატუსის საკითხი ჭიანურდება“, _ აღნიშნა ხიზრი ალდამოვმა.

ალდამოვმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ  საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნურ მონაკვეთზე მონიტორინგი განახორციელოს, რათა „ზოგიერთი ჩეჩენის მხრიდან ორმაგ თამაშს ადგილი არ ჰქონდეს“.
„ისე კი, რაც უფრო ჩქარა მიანიჭებს გაერო ჩეჩნებს ლტოლვილის სტატუსს, მით უფრო სწრაფად მოგვარდება ყველა პრობლემა“, _ განაცხადა ხიზრი ალდამოვმა.

ახალი ამბები