კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჭიათურელები საპატრულო პოლიციას აქციის დაშლაში ადანაშაულებენ

12 აგვისტო, 2005

ჭიათურელები საპატრულო პოლიციას აქციის დაშლაში ადანაშაულებენ

თბილისი.09.08.05.მედიანიუსი. ჭიათურელები საპატრულო პოლიციას თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან გამართული საპროტესტო აქციის ძალისმიერი მეთოდით დაშლაში ადანაშაულებენ.

როგორც „მედიანიუსს“ ჭიათურის მცხოვრებმა, საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნორა გოგოლაძემ განუცხადა, მათი მცირემასშტაბიანი აქციის დასაშლელად ხელისუფლებამ საპატრულო პოლიცია გამოიყენა.

ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებისას მიმდინარე სამუშაოების დროს მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. 500-მდე ოჯახი სახელმწიფოსგან სახლების აღდგენისათვის საჭირო 2.300 000 დოლარს ითხოვს. რამდენიმე დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელი 10 დღე თბილისში სახელმწიფო კანცელარიასთან შიმშილობდა და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა საპროტესტო აქციის მონაწილეებს მხოლოდ შიდა პოლიტიკისა და ინსტიტუციური მოწყობის სამსახურის უფროსი კობა ხაბაზი შეხვდა.

„კობა ხაბაზმა ერთი თვით მაინც აქციების შეწყვეტა გვირჩია, რადგან, მისი თქმით, ამ პერიოდში აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკება გაიმართება’, _ განუცხადა „მედიანიუსს“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნორა გოგოლაძემ.

ახალი ამბები