კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის აპარატმა გლდანის ბავშვთა სახლში დარღვევები აღმოაჩინა

15 აგვისტო, 2005

სახალხო დამცველის აპარატმა გლდანის ბავშვთა სახლში დარღვევები აღმოაჩინა

თბილისი.10.08.05.მედიანიუსი. სახალხო დამცველის აპარატის თავისუფლებისა და თანასწორობის საკითხთა სამმართველოს უფროსმა ბექა მინდიაშვილმა ბავშვთა სოციალური ადაპტაციის ცენტრის (გლდანის ბავშვთა სახლი) დირექტორის გიორგი თავაძის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით თბილისის მერს მიმართა.

როგორც ბექა მინდიაშვილმა „მედიანიუსს“ განუცხადა გლდანის ბავშვთა სახლში მცირეწლოვანთა უფლებები სისტემატურად ირღვევა.

გლდანის ბავშვთა სახლი 1 ივნისს თბილისის მერიის ინიციატივით გაიხსნა. ბავშვთა სახლში ყოფნა ნებაყოფლობითია. 8-18 წლამდე ბავშვებს და მოზარდებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ სახლში მისვლა და მისი დატოვება. ამ დროისათვის ბავშვთა სახლში 30-მდე მცირეწლოვანი  ცხოვრობს.

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ გლდანის ბავშვთა სახლში ანტისანიტარია და უწესრიგობა სუფევს, ხოლო დირექტორის კორუფციაშია გარეული.

„სახალხო დამცველის აპარატმა გლდანის ბავშვთა სახლში მონიტორინგი ხუთჯერ განახორციელა. უკანასკნელად 28 ივლისს ჩავატარეთ შემოწმება. ბავშვთა სახლში არ აქვთ ტანსაცმელი, საპონი, კბილის ჯაგრისები, თეთრეული და სხვა პირველადი მოხმარების ნივთები. ლეიბები ჩაკეტილია ცალკე ოთახში და ბავშვებს პირდაპირ მატრასებზე სძინავთ. საწოლები, რომლებშიც ვითომ 230 ლარი აქვთ გადახდილი, იმდენად უხარისხოა, რომ შეხებისთანავე იშლება. მოუწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემა. შენობის მეორე სართულზე მდებარე აბაზანაში არ იკეტება არცერთი ონკანი, რის გამოც ფოიეში მუხლამდე წყალი დგას“, _ განუცხადა „მედიანიუსს“ ბექა მინდიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, არსებობს გლდანის ბავშვთა სახლის სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც თბილისის მერიის ყოფილი სამი თანამშრომლით არის დაკომპლექტებული.

„ეს ადამიანები უსაქმურობაში იღებენ 700 ლარიან ხელფასს, მაშინ როცა, არცერთი მათგანი ბავშვთა სახლში არასოდეს მისულა; ფუნქციონირებს დაცვის სამსახურიც, რომლის თანამშრომლები ხელფასს 150 ლარის ოდენობით იღებენ, მაშინ როცა მათთვის გამოყოფილი 3350 ლარის მიხედვით, თითოეულ მათგანს 400 ლარი ეკუთვნის“, _ განუცხადა „მედიანიუსს“ ბექა მინდიაშვილმა.

სახალხო დამცველის აპარატის ბრალდებებს გლდანის ბავშვთა სახლის დირექტორი გიორგი თავაძე უარყოფს. როგორც მან „მედიანიუსს“ განუცხადა, იგი მსგავს ბრალდებებს სახალხო დამცველისგან მიჩვეულია.

„სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს შესაძლოა, ჩემს თანამდებობაზე ვინმეს წარდგენა სურთ. მე სხვა მიზეზს, თუ რა უნდათ მათ ჩემგან, ვერ ვხედავ. ფინანსურმა პოლიციამ გადაამოწმა ბავშვთა სახლის დაფინანსება და არავითარი დარღვევა მათ არ აღმოუჩენიათ. შესამოწმებლად იყვნენ რესპუბლიკის სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციიდანაც. დასკვნას ისინი ამ დღეებში გაგვაცნობენ“, - განუცხადა „მედიანიუსს“ გლდანის ბავშვთა სახლის დირექტორმა.

ახალი ამბები