კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სამართლიანი არჩევნები“ ცესკოს კანონდარღვევაში ადანაშაულებს

17 აგვისტო, 2005

„სამართლიანი არჩევნები“ ცესკოს კანონდარღვევაში ადანაშაულებს

თბილისი.16.08.05.მედიანიუსი. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი თამარ ჟვანია ცესკოს კანონსაწინააღმდეგო დადგენილების მიღებაში ადანაშაულებს.

ლაპარაკია ცესკოს 8 აგვისტოს დადგენილებაზე, რომლის თანახმადაც, არჩევნების დღეს დამკვირვებელს საჭიროებისამებრ საუბნო კომისიის წევრის ფუნქციის შეთავსება შეეძლება.

როგორც ჟვანია აღნიშნავს, ეს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 70-ე მუხლს ეწინააღმდეგება, რომელიც დამკვირვებელს საუბნო კომისიის ფუნქციებში ჩარევას უკრძალავს. ამდენად, ამ დადგენილებით დამკვირვებლის ინტერესები შეილახება.

როგორც ცესკოს წევრები აღნიშნავენ, მართალია, ეს გადაწყვეტილება კანონს ეწინააღმდეგება, მაგრამ ცესკოს მისი მიღება იძულებით მოუხდა. ამის მიზეზი საუბნო კომისიების წევრთა რაოდენობის 13-დან 9-მდე შემცირებაა. ამის გამო საარჩევნო პროცედურების შესრულებაში მათ, შესაძლოა, დამკვირვებლის დახმარება დასჭირდეთ. თუმცა, ცესკოში აცხადებენ, რომ კომისიის წევრის ფუნქციის შეთავსება ნებაყოფლობითი იქნება და არა ძალდატანებითი.

როგორც თამარ ჟვანიამ განაცხადა, ის თავისი ორგანიზაციის დამკვირვებლებს გააფრთხილებს, არ შეითავსონ საუბნო კომისიის წევრის ფუნქცია. არ არის გამორიცხული, რომ იურისტებთან კონსულტაციების შემდეგ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ ცესკოს ეს დადგენილება გაასაჩივროს კიდეც.

ახალი ამბები