კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შალვა რამიშვილმა იზოლატორში შიმშილობა გამოაცხადა

29 აგვისტო, 2005

შალვა რამიშვილმა იზოლატორში შიმშილობა გამოაცხადა

თბილისი.28.08.05.მედიანიუსი. ტელეკომპანია „202“-ის დამფუძნებელმა და „დებატების“ წამყვანმა შალვა რამიშვილმა, რომელიც სამართალდამცავებმა 27 აგვისტოს დააკავეს, პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.
რამიშვილი დეპუტატ კობა ბექაურისთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაშია ეჭვმიტანილი.

ჟურნალისტი შს სამინისტროს წინასწარი დაკავების საკანში შიმშილობს, სადაც მან ღამე გაატარა. რამიშვილის ადვოკატის, დავით კორკოტაშვილის თქმით, ტელეწამყვანი დუმილის უფლებას იტოვებს და ჩვენებებს არ  იძლევა.

რამიშვილი პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად იმ მოტივით დააკავა, რომ ის კობა ბექაურს სტუდია „რეპორტიორის“ მიერ მომზადებული მასალის ტელეეთერში დაბლოკვის სანაცვლოდ, ასი ათას დოლარს სძალავდა.
თავად სტუდია „რეპორტიორის“ მიერ მომზადებული მასალა, მისი ავტორების  თქმით,  პარლამენტარ ბექაურის მიერ ჩადენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს შეეხება.

ახალი ამბები