კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თავისუფლების ინსტიტუტის წევრები თანამდებობის დაკავებაზე უარს არ იტყვიან

30 აგვისტო, 2005

თავისუფლების ინსტიტუტის წევრები თანამდებობის დაკავებაზე უარს არ იტყვიან

მედია ნიუსი. არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ლევან რამიშვილი არ აპირებს პოლემიკის დაწყებას პოლიტიკოსთა იმ ნაწილთან, რომლებიც აცხადებენ, რომ ქვეყანაში წამყვანი თანამდებობების დიდი ნაწილი სწორედ  „თავისუფლების ინსტიტუტის“  ყოფილ წევრებს უკავიათ.

როგორც „მედიანიუსს“ ლევან რამიშვილმა განუცხადა, „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრების სახელისუფლებო ორგანოებში გადანაცვლებაში არაფერია განსაკუთრებული, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციებდან საჭირო სამსახურში გადასვლა დასავლეთში აპრობირებული მეთოდია.

„ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოში რეფორმების დაწყების საქმეში დიდი როლი შეასრულა. შესაბამისად, ჩვენმა წევრებმა ძალზე დიდი გამოცდილება შეიძინეს ამა თუ იმ სფეროში. აქედან გამომდინარე, მათი სახელისუფლებო სტრუქტურებში გადანაცვლება ლოგიკური იყო. არასამთავრობო ორგანიზაციაში გამოცდილებამიღებული და პროფესიონალად ჩამოყალიბებული ადამიანები უფრო ეფექტურად იმუშავებენ შესაბამის თანამდებობაზე“, - განაცხადა ლევან რამიშვილმა.

რამიშვილმა აღნიშნა, რომ თანამდებობებზე მომუშავე  „თავისუფლების ინსტიტუტის“ ყოფილ წევრებსა და ამ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის მხოლოდ ტაქტიკის საკითხშია გარკვეული უთანხმოებები.

„ის, რომ ჩვენი წევრები თანამდებობაზე მუშაობენ, ჩვენი პრინციპების რეალიზაციაში გვეხმარება. ჩვენ სტრადეგიის ერთიანი ხედვა გვაქვს და მხოლოდ ტაქტიკის საკითხშია გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა“, - აცხადებს  „თავისუფლების ინსტიტუტის“ დირექტორი.

ახალი ამბები