05:20, Tuesday, 21.05.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გორში სამხედროთა დაპირისპირება მოხდა

30.08.2005

გორში სამხედროთა დაპირისპირება მოხდა

თბილისი. 29 აგვისტო. “ჯი-ეიჩ-ენი”. უკვე ცნობილი გახდა გორის ჯავშანსატანკო ბატალიონში მომხდარი ინციდენტის დეტალები, რომლის შესახებაც სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენი” დღეს იუწყებოდა.

დაპირისპირება თავდაცვის სამინისტროს მესამე ბრიგადის მე-3 და 33-ე ბატალიონების პირად შემადგენლობას შორის მოხდა და მასში 400-მდე სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული. მათი უმეტესობა ნასვამი იყო.

დაიჭრა ორი ჯარისკაცი, რომლებიც ჯერ გორის საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი _ თბილისში, სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. შედარებით მსუბუქად არის დაშავებული კიდევ რამდენიმე ჯარისკაცი.

თავდაცვის სამინისტროში ამ ფაქტს არ ადასტურებენ. ბატალიონების ხელმძღვანელთა განმარტებით კი, ბატალიონებში წვრთნები მიმდინარეობს და სროლის ხმა ამიტომაც ისმოდა.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება წუხელ, გვიან ღამით, ჯავშანსატანკო ბატალიონის სასწავლო ცენტრის სასადილოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?
უნდა გაეთავისუფლებინათ არ უნდა გაეთავისუფლებინათ მხოლოდ ნაწილი უნდა გაეთავისუფლებინათ მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC