კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში ჟურნალისტი სცემეს

9 სექტემბერი, 2005

გორში ჟურნალისტი სცემეს

თბილისი. 5 სექტემბერი. „ჯი-ეიჩ-ენი“. გორში, რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე, საინფორმაციო სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენის“ რეგიონალურ კორესპონდენტს, საბა წიწიკაშვილს სამი დაუდგენელი პიროვნება თავს დაესხა.

თავდამსხმელებმა ჟურნალისტი სასტიკად სცემეს. წიწიკაშვილი თავის ტრამვითა და მრავლობითი დაჟეჟილობით გორის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც წიწიკაშვილი აცხადებს, თავდამსხმელებს მისგან არაფერი მოუთხოვიათ. მომხდარს ჟურნალისტი თავის საქმიანობას უკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ წიწიკაშვილს გორის რაიონის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი, რევაზ გოგიაშვილი დაემუქრა. მაშინ გოგიაშვილმა გამგეობის შენობაში მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტის თქმით, ამ ფაქტს გამგეობის სხვა თანამშრომლებიც შეესწრნენ.

როგორც ირკვევა, გოგიაშვილის გაღიზიანებას იწვევს ის ფაქტი, რომ წიწიკაშვილი ამზადებს მასალას შპს „ძევერაზე“, რომლის მფლობელიც არის გოგიაშვილის დედის ძმა, ომარ ბუხრაძე. ეს შპს ყოფილი საბჭოთა მეურნეობის ბაზაზეა შექმნილი და რამდენიმე ერთეულ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასა და მიწის ნაკვეთებს ფლობს.

თავის დროზე ბუხრაძე ამ შპს-ის დირექტორი იყო და, როგორც ჟურნალისტი აცხადებს, ბუხრაძემ იგი ჯერ მიზანმიმართულად გააკოტრა და შემდეგ მიზერულ თანხად შეისყიდა.

თავად წიწიკაშვილი დღევანდელი თავდასხმის ფაქტს გოგიაშვილის მუქარას გადაჭრით ვერ უკავშირებს, თუმცა მისი გამორიცხვაც უჭირს.

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები, დეტალები ზუსტდება.

ახალი ამბები