კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზეთში ქართული სკოლის შენობა და ეკლესია დააზიანეს

13 სექტემბერი, 2005

აფხაზეთში ქართული სკოლის შენობა და ეკლესია დააზიანეს

თბილისი.11.09.05.მედიანიუსი. ქართულ-აფხაზურ კონფლიქტის ზონაში კრიმინოგენული მდგომარეობა დღითიდღე მწვავდება, შედეგად კი ძირითადად ქართული მოსახლეობა ზარალდება.

აფხაზეთის დევნილ ლეგიტიმურ მთავრობაში ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გალის რაიონში სოფელ ოტობაიაში ქართულ სკოლაზე აფხაზ კრიმინალების მხრიდან თავდასხმა მოხდა.

“ქართული სკოლის ფანჯრები ჩამსხვრეულია‚ თუმცა ეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად არ მომხდარა”, _ განუცხადა “მედიანიუსს” აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი გეგეჭკორმა.

ვრცლდება აგრეთვე ინფორმაცია იმის შესახებ‚ რომ ოჩამჩირის რაიონში აფხაზმა კრიმინალებმა ილორის ეკლესიის ფრესკები გადაღებეს. ირაკლი გეგეჭკორმა ეს ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.

ახალი ამბები