კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩეჩენი ლტოლვილები რეგისტრაციაზე დაიყოლიეს

13 სექტემბერი, 2005

ჩეჩენი ლტოლვილები რეგისტრაციაზე დაიყოლიეს

თბილისი.08.09.05.მედიანიუსი. საქართველოში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილებიდან რეგისტრაციის გავლაზე ის ჯგუფიც დათანხმდა, რომელიც მანამდე პროტესტის ნიშნად უარს აცხადებდა.

ჩეჩენ ლტოლვილთა გარკვეულმა ჯგუფმა ჩამოაყალიბა საკოორდინაციო საბჭო, რომლის მთავარი მოთხოვნაა, მათი მესამე ქვეყნებში გამგზავრება.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა ეთერ ასტემიროვამ „მედიანიუსს“ განუცხადა, რომ მას პანკისის ხეობაში ყოფნის დროსაც და თბილისშიც შეხვედრები ჰქონდა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე ზიაუდინ იდიგოვთან.

„ფაქტობრივად, ჩეჩენ ლტოლვილთა ამ  ჯგუფის მიერ რეგისტრაციის გავლის საკითხი გადაწყდა. მათ ავუხსენით, რომ მესამე ქვეყნებში გასამგზავრებლად საქართველოს ხელისუფლება ლტოლვილებს ხელს კი არ უშლის, არამედ დაეხმარება. საქმე ისაა, რომ დონორი ქვეყნები, რომლებიც ლტოლვილებს იღებენ, რაოდენობით ცოტაა. და ისინი ლტოლვილებსაც ცოტა რაოდენობით იღებენ. პროცედურა მართლაც რთულია“, _ აცხადებს ეთერ ასტემიროვა.

ჩეჩენი ლტოლვილების ამ ჯგუფის მიზანი იყო, საერთაშორისო საზოგადოებას უჩვენოს, რომ რუსეთის აგრესიისგან საქართველოშიც არ არიან დაცულნი, რადგან რუსეთის ხელისუფლება ხშირად იმუქრება იმ ადგილებისთვის წერტილოვანი დარტყმების მიყენებით, სადაც ჩეჩენი ლტოლვილები სახლობენ.

ჩეჩენი ლტოლვილების ხელახალი რეგისტრაცია 30 აგვისტოს დაიწყო. მას ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის დაფინანსებით ახორციელებს. ამჟამად რეგისტრირებულია 2008 ჩეჩენი ლტოლვილი.

ეთერ ასტემიროვა აცხადებს, რომ თუკი წინა რეგისტრაციის დროს რეგისტრირებულებიდან 1500 ქისტი იყო, წლევანდელი რეგისტრაციის მონაცემებით ჩეჩნების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ახალი ამბები