კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტთა საერთაშორისო კავშირი ხელისუფლებას პროფესიონალი კადრების დევნაში ადანაშაულებს

14 სექტემბერი, 2005

ჟურნალისტთა საერთაშორისო კავშირი ხელისუფლებას პროფესიონალი კადრების დევნაში ადანაშაულებს

თბილისი.09.09.05.მედიანიუსი. ჟურნალისტთა საერთაშორისო კავშირი “ობიექტივი” ქართულ მედიას ობიექტურობისა და მიუკერძოებლობისაკენ მოუწოდებს.

კავშირის წევრების განცხადებით, ხელისუფლებას მოაზროვნე და პროფესიონალი ადამიანების ეშინია,  რის გამოც ადამიანებს მასობრივად ათავისუფლებენ სამსახურებიდან და ახალგაზრდა, გამოუცდელ დილეტანტებს ასაქმებენ.

“დღეს საქართველოში სხვადასხვა ხერხებით ებრძვიან ყველას სფეროს პროფესიონალებს. მთავრობა ბინძურ პროვოკაციებსა და ადამიანთა ცემის გზებსაც კი მიმართავს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ათავისუფლებენ ადამიანებს სამსახურებიდან. მიგვაჩნია, რომ ჩვენ ჟურნალისტები ბევრად უფრო თავისუფალნი ვიყავით წლინახევრის წინ, ვიდრე ახლა ვართ” _ აცხადებს “ობიექტივის” წევრი ირმა ინაშვილი.

მისივე აზრით, სერიოზული საფრთხის წინაშე დგას საზოგადოებრივი ტელევიზიაც.
“საზოგადოებრივი ტელევიზია თავისუფლების ინსტიტუტს გადაეცა. დროა ფეხზე წამოდგეს საზოგადოება და წინ აღუდგეს ამ უმსგავსობას”, _ განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში სიტყვის თავისუფლება აღარ არსებობს, სახალხო დამცველის ინსტიტუტის არსებობის მიუხედავად, ადამიანის უფლებები ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვევა.

“ერთ-ერთი ჟურნალისტური გამოძიება ტელესაკომუნიკაციო სფეროში არსებულ კანონდარღვევებსა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დიმიტრი ქიტოშვილის არაკანონიერ საქმიანობას ეხება”, _ აცხადებს ინაშვილი.

ახალი ამბები