კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მასწავლებლების ხელფასები თითქმის გაორმაგდება

14 სექტემბერი, 2005

მასწავლებლების ხელფასები თითქმის გაორმაგდება

თბილისი.11.09.05.მედიანიუსი. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ლომაიას გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში პედაგოგები დილის 9-დან საღამოს ხუთ საათამდე დარჩებიან.

“ახალი ამ გადაწყვეტილებაში არაფერია‚ საქართველოს კანონში შრომის შესახებ გარკვევით არის განსაზღვრული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სამუშაო საათების რაოდენობა. უბრალოდ, იმ მიზერული ხელფასის პირობებში, რაც პედაგოგებს აქამდე ჰქონდათ, მათ დღის ბოლომდე სკოლაში დარჩენას ვერავინ მოსთხოვდა. დროა, ყველაფერი კანონიერ რეჟიმში ჩადგეს. უახლოეს მომავალში მასწავლებლების ხელფასები თითქმის გაორმაგდება‚ შესაბამისად, თავიანთი მოვალეობის შესრულება სრულფასოვნად მოუხდებათ”‚ _ განუცხადა “მედიანიუსს” განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა ლევან გახელაძემ.

ახალი ამბები