კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რამაზ კლიმიაშვილი: ქუჩისთვის ჯორჯ ბუშის სახელი მინიჭება მლიქვნელობაა

15 სექტემბერი, 2005

რამაზ კლიმიაშვილი: ქუჩისთვის ჯორჯ ბუშის სახელი მინიჭება მლიქვნელობაა

თბილისი.14.09.05.მედიანიუსი. თბილისის საკრებულოს მიერ  ისანი-სამგორის რაიონში მდებარე მელაანის ქუჩისთვის აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის (უმცროსის) სახელი მინიჭებას პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი მლიქვნელობას უწოდებს.

"ასეთი რამ პრაქტიკაში ჯერ არ მომხდარა და თუ ხელისუფლებას რომელიმე ქუჩისთვის მაინცდამაინც ამერიკის პრეზიდენტის სახელის მინიჭება სურდა‚ სჯობდა, ჯორჯ ვაშინგტონის‚ აბრამ ლინკოლნის ან ჯონ კენედის სახელი აერჩია. ჯორჯ ბუში დღეს არის პრეზიდენტი და ხვალ შეიძლება აღარ იყოს. მართალია, მას მეც დიდ პატივს ვცემ‚ მაგრამ ეს მეტად სასაცილო მოვლენაა", _ აცხადებს რამაზ კლიმიაშვილი.

მისივე თქმით‚ რაკი თბილისის საკრებულომ პრეცედენტი დაუშვა‚ მაშინ სხვა ქუჩებსაც დაარქვას მეზობელი ქვეყნების _ თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების სახელები.

 

ახალი ამბები