კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იუსტიციის სამინისტრო ოპონენტების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს

19 სექტემბერი, 2005

იუსტიციის სამინისტრო ოპონენტების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს

თბილისი.16.09.05.მედიანიუსი. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც სამინისტროს სისტემაში მიმდინარეც რეფორმებზეა საუბარი.

სამინისტროს მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული მდგომარეობის გამოსწორებაა, რისთვისაც დაჩქარებულ ტემპში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის განახლება და კვალიფიციური კადრების მოზიდვა. 2005 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებაში მშენებლობა-რეკონსტუქცია მიმდინარეობდა, პარალელურად შენდებოდა ახალი დაწესებულებები. სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების გარდა, ამ სამუშაოების დასაფინანსებლად დონორი ორგანიზაციებიდან სამინისტროს წარმომადგენელთა მუშაობის შედეგად 14 მლნ. ლარია მოზიდული. 2005 წლის თებერვალში გაიხსნა საერთაშორისო სტანდარტების მქონე ქალთა საპყრობილე, სადაც წინასწარ პატიმრობაში მყოფი ქალები თბილისის #1 საპყრობილიდან გადაიყვანეს. 2005 წლის აგვისტოში გაიხსნა ავჭალის დაწესებულება, სადაც საკასაციო განხილვის მომლოდინე პატიმრები შეასახლეს. თითქმის დასრულებულია ქუთაისისა და რუსთავის საპყრობილეების მშენებლობა, სადაც ევროპული დონის ინფრასქტუქტურასთან ერთად, ახალი ადმინისტრირების მოდელი დამკვიდრდება. პირველად საქართველოში, ახალი საპყრობილეების კადრების შესარჩევად ჩატარდა საჯარო კონკურსი 500-ზე მეტი ვაკანსიის დასაკავებლად. მომავალში სასჯელაღსრულების სისტემის ყელა ტანამშრომელი კონკურსის წესით შეირჩევა. წლეულს დასრულდება არასრულწლოვანთა საპყრობილის მშენებლობაც, რომელიც ქალთა დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. არასრუწლოვან პატიმრებს აქ თბილისის #1 საპყრობილიდან გადაიყვანენ, - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროში მიაჩნიათ, რომ მიმდინარე რეფორმების ფონზე გაუგებარია ის კრიტიკული განცხადებები, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მისამართით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ოფისიდან გაისმის.

„ომბუდსმენის ოფისი და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც პატიმართა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით პრეტენზია აქვთ და მხოლოდ უსაფუძვლო ბრალდებით შემოიფარგლებიან. ბოლო დღეებში მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ჯანმრთელი პატიმრების სამკურნალო დაწესებულებაში მოხვედრაში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს წევრი მარიამ ჯიშკარიანი, ასევე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ლანა გალდავა მონაწილეობდნენ. დოკუმენტებით დასტურდება ადამიანის უფლებათა ეგრეთწოდებულ დამცველთა კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. მონიტორინგის ჯგუფის წევრები უხეშად ერეოდნენ სასჯელაღსრულების სისტემაში მომუშავე სამედიცინო კომისიის საქმიანობაში. ხშირად ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ჯანმრთელი პატიმრები ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაჰყავდათ, რაც აშკარად მიუთითებს კორუფციულ გარიგების შესაძლებლობაზე“, - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

იუსტიციის სამინისტრო აპირებს, მკაცრი კონტროლი განახორციელოს მონიტორინგის საბჭოს საქმიანობაზე; შემოწმდება სამედიცინო დეპარტამენტის და სამედიცინო კომისიის დასკვნები, რაც სისტემატურ ხასიათს მიიღებს.

ახალი ამბები