კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იუსტიციის სამინისტროში უსინათლოები შიმშილობენ

19 სექტემბერი, 2005

იუსტიციის სამინისტროში უსინათლოები შიმშილობენ

თბილისი. 16 სექტემბერი. “ჯი-ეიჩ-ენი". საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეთა მისაღებში უსინათლოთა საზოგადოების წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში, საქართველოს უსინათლოთა საზოგადოებასთან დაკავშირებით ცვლილებების შეტანასა და საზოგადოების თავმჯდომარედ აბესალომ ქაჯაიას დაფიქსირებას მოითხოვენ.

იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეთა პრობლემების გადაწყვეტა იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას აღემატება. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტში წარმოდგენილი დოკუმენტებისა და სასამართლოებიდან მიღებული მასალების შესწავლის შედეგად, აღნიშნული ცვლილებების განხორციელების შემაფერხებელი გარემოებები გამოირკვა.
 
საქართველოს უზენაესი სასამართლოდან მიღებული ინფორმაციით, უსინათლოთა საზოგადოების მიერ სამინისტროს წინაშე დასმული საკითხები ამ ეტაპზედაც სასამართლო განხილვის სტადიაზეა. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ის საკითხები, რომლებიც სასამართლოში განიხილება, იმავდროულად არ შეიძლება განიხილოს და გადაწყვიტოს ამა თუ იმ სამინისტრომ.

ამასთან, არსებობს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 დეკემბრის განჩინება, რომლის მიხედვითაც, ქაჯაიას განცხადება რეესტრში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით განუხილველი დარჩა, რადგან იგი რეგისტრაციისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.
 
ზემოაღნიშნული დასკვნის თაობაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ უსინათლოთა საზოგადოების წამომადგენლებს ოფიციალური წერილით აცნობა და განუმარტა, რომ იუსტიციის სამინისტრო არ არის უფლებამოსილი სასამართლო წარმოების დასრულებამდე განიხილოს დასმული საკითხები.

ახალი ამბები