კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურორებს ხუთწლიანი სტაჟი აღარ სჭირდებათ

19 სექტემბერი, 2005

პროკურორებს ხუთწლიანი სტაჟი აღარ სჭირდებათ

თბილისი. 15 სექტემბერი. "ჯი-ეიჩ-ენი".  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს მხარი დაუჭირა პროკურატურის შესახებ ორგანულ კანონში პრეზიდენტის ინიციატივით შემოტანილი ცვლილებების პროექტს.

ცვლილებების მიხედვით, იხსნება ის 5 წლიანი სტაჟის აუცილებლობა, რომელიც პროკურორად დანითვნისთვის არის აუცილებელი.

კანონპროექტის წინააღმდეგ წავიდა კომიტეტის წევრი დეპუტატი ნაზი არონია. მისი განცხადებით, პროკურორს, რომელსაც ადამიანის ბედის გადაწყვეტა ევალება, ამ თანამდებობაზე მუშაობისთვის გამოცდილება და დრო სჭირდება.

ნაზი არონია აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტის მერხიდან აღნიშნულ თანამდებობაზე ადამიანი არ უნდა მოვიდეს. 5 წლიანი სტაჟის აუცილებლობა კი ამისაგან თავის დაცვის საშუალებას იძლევა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებლის ზურაბ დეკანოიძის განცხადებით,  საკვალიფიკაციო გამოცდების ინსტიტუტი, რომელიც პროკურატურაში არსებობს აღნიშნული პრობლემის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.  

ახალი ამბები