კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფრანგული ასოციაციები ქართველ ლტოლვილთა ინტერესებს იცავენ

19 სექტემბერი, 2005

ფრანგული ასოციაციები ქართველ ლტოლვილთა ინტერესებს იცავენ

თბილისი. 15 სექტემბერი. "ჯი-ეიჩ-ენი". ფრანგული ასოციაციები- "ლტოლვილთა ფორუმი” და “საფრანგეთი- თავშესაფრის ქვეყანა” ქართველ ლტოლვილთა უფლებებს იცავენ.

როგორც ფრანგული გაზეთი “ლიბერასიონი” იუწყება, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნიკოლა სარკოზიმ პარიზის პრეფექტებს გეგმა დაუწესა, რომლის მიხედვითაც, წლის ბოლომდე ქვეყანაში 25 ათასმა არალეგალურად მცხოვრებმა  უცხოელმა საფრანგეთი უნდა დატოვონ.

უკვე რამდენიმე თვეა,  საქართველოდან ემიგრირებული მოქალაქეები, სხვა თერთმეტი ქვეყანის წარმომადგენლებთან  ერთად, ლტოლვილის სტატუსით ვეღარ სარგებლობენ. მაშინ ფრანგულმა მხარემ თავისი გადაწყვეტილება იმ მოტივით დაასაბუთა, რომ ამ ქვეყანებში ადამიანთა უფლებები აღარ ირღვევა. აღნიშნული ასოციაციები კი აცხადებენ, რომ საქართველოში, ბოსნია-ჰერცოგოვინაში, ინდოეთსა და მალიში დემოკრატიული რეჟიმის არსებობა ფარდობითი და საკამათო თემაა.

"ლტოლვილთა ფორუმისა” და “საფრანგეთი- თავშესაფრის ქვეყანას” წარმომადგენლებმა წერილობით მიმართეს საფრანგეთის სახელმწიფო საბჭოს, გააუქმონ ნუსხა, რომელიც თორმეტი ქვეყნის მოქალაქეებს ლტოლვილად ჩაბარებას უკრძალავს. როგორც ასოციაციები აცხადებენ, დოკუმენტის მიღების ერთადერთი მიზანი საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვის შემცირებაა.

მოსალოდნელია, რომ წინადადებას დიდი წინააღმდეგობა შეხვდეს, მით უფრო, რომ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მკაცრად გააფრთხილა პრეფექტები, ყური არ დაუგდონ მსგავსი ორგანიზაციების პრეტენზიებს.

აღსანიშნავია, რომ სარკოზის მიერ დასახული გეგმის ნახევარი პრეფექტებმა უკვე შეასრულეს და წელს 12 849 ადამიანმა საფრანგეთი დატოვა.

ახალი ამბები