კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს მოქალაქეებს ვიზების ასაღებად მოსკოვში გამგზავრება მოუწევთ

19 სექტემბერი, 2005

საქართველოს მოქალაქეებს ვიზების ასაღებად მოსკოვში გამგზავრება მოუწევთ

თბილისი.15.09.05.მედიანიუსი. საქართველოში საფრანგეთის საკონსულო 2005 წლის 1 ოქტომბრიდან  შვედეთსა და ავსტრიაში გასამგზავრებლად შენგენის ვიზებს აღარ გასცემს.

ჯერჯერობით უცნობია‚ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება საფრანგეთის საკონსულომ. ამ ეტაპზე კომენტარს არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აკეთებენ.

თუმცა ცნობილია‚ რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს‚ რათა რომელიმე დასავლური ქვეყნის საკონსულომ 1 ოქტომბრიდან შეითავსოს შვედეთსა და ავსტრიაში შენგენის ვიზების გაცემა.

თუ ქვეყნის საგარეო უწყების ეს მცდელობა წარუმატებლად დამთავრდება‚ საქართველოს მოქალაქეებს შვედეთსა და ავსტრიაში ვიზების ასაღებად მოსკოვში მოუწევთ გამგზავრება‚ რადგან საქართველოში შვედეთისა და ავსტრიის საკონსულოები არ ფუნქციონირებენ.

ახალი ამბები