კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამხედრო აკადემიის კურსანტებმა პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართეს

22 სექტემბერი, 2005

სამხედრო აკადემიის კურსანტებმა პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართეს

თბილისი.20.09.05.მედიანიუსი. თავდაცვის სამხედრო აკადემიის კურსანტებმა და მათმა მშობლებმა აკადემიაში მიმდინარე რეფორმა პარლამენტის შენობის წინ აქციით გააპროტესტეს.

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის გადაწყვეტილებით, სამხედრო აკადემია უმაღლეს საოფიცრე სკოლად გადაკეთდება‚ სადაც სწავლა ერთწლიანი იქნება და სამხედრო კურსის გავლის საშუალება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირებს მიეცემათ.

თავდაცვის სამხედრო აკადემიის კურსანტები აცხადებენ‚ რომ ისინი სასწავლებლიდან უპირობოდ გაათავისუფლეს. მათი ინფორმაციით, სწავლას მხოლოდ მეოთხე კურსის სტუდენტები გააგრძელებენ‚ ხოლო დანარჩენები აკადემიის მიღმა რჩებიან.

სამხედრო აკადემიის კურსანტები და მათი მშობლები პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრას ითხოვენ. 

“შეიძლება აკადემიაში პირველკურსელების ახალი ნაკადი აღარ მიიღონ‚ მაგრამ იმ ბავშვებს‚ ვინც აკადემიაში ამჟამად სწავლობენ, სწავლა უნდა დაამთავრებინონ. უარეს შემთხვევაში, მათი სხვა სასწავლებელში გადანაწილება მაინც უნდა მოხდეს”‚ _ აცხადებენ კურსანტთა მშობლები.

როგორც “მედიანიუსს” თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს‚ გათავისუფლებულ სტუდენტებს აკადემიაში სწავლის პერიოდი ჯარში ყოფნად ჩაეთვლებათ. 

“თავდაცვის სამინისტრო კურსანტებს ნებისმიერ სამხედრო ნაწილში მუშაობის დაწყების საშუალებას მისცემს. ასე‚ რომ მათ გასაპროტესტებელი არაფერი აქვთ‚” _ განუცხადეს “მედიანიუსს” თავდაცვის სამინისტროში.

ახალი ამბები