კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ორი არასრულწლოვანი ქართველი უკრაინიდან უკანონოდ პოლონეთში გადაჰყავდათ

22 სექტემბერი, 2005

ორი არასრულწლოვანი ქართველი უკრაინიდან უკანონოდ პოლონეთში გადაჰყავდათ

კიევი.20.09.05.მედიანიუსი. უკრაინის საზღვრის ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე ორი არასრულწლოვანი ქართველი დააკავეს. 

13 წლის ქართველი ბიჭი და 15 წლის გოგონა საზღვარზე უკრაინელ ქალბატონს გადაჰყავდა და მათ საკუთარ შვილებად ასაღებდა. 

წინასწარი მონაცემებით, უკრაინელ ქალბატონს ბავშვები ორმა კავკასიელმა მამაკაცმა გადასცა და ისინი სამართალდამცველებმა ქალის სახლში დააკავეს. ისინი აღიარებენ‚ რომ ბავშვებთან ერთად საზღვრის უკანონო გადაკვეთას ცდილობდნენ. მათ გარდა უკრანელმა სამართალდაცველებმა ის პიროვნებაც დააკავეს‚ რომელმაც ყალბი პასპორტები დაამზადა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. 

უკრაინაში საქართველოს საელჩო ცდილობს, გაარკვიოს დაკავებული ქართველების ვინაობა.

“თუკი დადგინდებს‚ რომ ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან‚ კიევში ჩამოვიყვანთ და საქართველოში გამოვამგზავრებთ”‚ _ აცხადებს გრიგოლ ქათამაძე.

ახალი ამბები