კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვაზიანის დასახლებას სასმელად უვარგისი წყალი მიეწოდება

27 სექტემბერი, 2005

ვაზიანის დასახლებას სასმელად უვარგისი წყალი მიეწოდება

თბილისი.26.09.05.მედიანიუსი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, წყალი, რომელიც ვაზიანის სამხედრო დასახლებში სასმელად და სამეურნეო მიზნებისთვის გამოიყენება, სიცოცხლისათვის საშიშია. აქ წყლის შემადგენლობა კანალიზაციის წყლის შემადგენლობას უტოლდება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრები თავდაცვის სამინისტროს დანაშაულის დაფარვაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ წყლის მომაკვდინებელი ხარისხის შესახებ თავდაცვის სამინისტროსთვის ცნობილია.

როგორც „მედიანიუსს“ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ვაზიანის სამხედრო ნაწილში წყალმომარაგების ახალი მაგისტრალური ქსელი შევიდა ექსპლუატაციაში, რამაც წყლის ხარისხი მკვეთრად გააუმჯობესა. ხოლო რაც შეეხება ვაზიანის სამხედრო დასახლებას, სამინისტროში აცხადებენ, რომ წყალმომარაგების სისტემის გამართვა მათი კომპეტენცია არ არის.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აღნიშნული ტერიტორიიდან აღებული წყლის სინჯები ნათაძის სახელობის სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიაში გამოიკვლია.

ლაბორატორიულმა დასკვნამ ცხადყო, რომ წყლის არათუ სასმელად, არამედ დასაბანად გამოყენებაც კი დაუშვებელი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრები მიიჩნევენ, რომ თავდაცვისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები აღნიშნულ დარღვევას, შეგნებულად მალავენ, რის გამოც ყველა სახელმწიფო და არასამთავრობო უწყებას მოუწოდებენ, ხმა აიმაღლონ ვაზიანის დასახლების წყალმომარაგების სისტემაში არსებული საგანგაშო ვითარების გამო.

 

ახალი ამბები