კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გარდაბნის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე პატიმრობაში დატოვეს

27 სექტემბერი, 2005

გარდაბნის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე პატიმრობაში დატოვეს

თბილისი.23.09.05.მედიანიუსი. გარდაბნის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე ტელმან ჰასანოვი თბილისის საოლქო სასამართლომ სამთვიანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ჰასანოვის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფისთვის შინაპატიმრობის შეფარდებას მოითხოვდნენ. თუმცა  მათი შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ამის გამო დაცვის მხარის სარჩელის განხილვასა და სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას დიდი ხმაური მოყვა.

როგორც ჰასანოვის ადვოკატმა ონისე ბუკიამ პროცესის დასრულების შემდეგ აღნიშნა‚ „მოსამართლეს შეგნება არ ეყო‚ რომ ობიექტური გადაწყვეტილება გამოეტანა“.

მისივე თქმით‚ ადვოკატებს უჩნდებათ ეჭვი‚ რომ „მოსამართლე არ არის დამოკიდებული და ის ვიღაცის დაკვეთით მოქმედებს“.

ტელმან ჰასანოვი გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში არასანქცირებული მიტინგის გამართვისა და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ათი დღის წინათ დააკავეს.

ახალი ამბები