კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ციხის #1 საპყრობილეში მეათე დღეა პატიმარი შიმშილობს

28 სექტემბერი, 2005

ციხის #1 საპყრობილეში მეათე დღეა პატიმარი შიმშილობს

თბილისი.27.09.05.მედიანიუსი. არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირი “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ინფორმაციით, ციხის #1 საპყრობილეში უკვე მეათე დღეა შიმშილობს მალხაზ ნიშნიანიძე, რომელიც იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს.

დღეს პატიმარმა მოითხოვა  მონიტორინგის საბჭოს წევრთან, ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” აღმასრულებელ დირექტორ ქეთევან ქამაშიძესთან შეხვედრა.

შეხვერისას პატიმარმა ქეთევან ქამაშიძეს განუცხადა, რომ იგი მეათე დღეა მხოლოდ წყალს იღებს და არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას, ვიდრე არ დააკმაყოფილებენ მის მოთხოვნას. ნიშნიანიძე მიიჩნევს, რომ იგი უკანონო პატიმარია, მას ჩაუდეს ცეცხლსასროლი იარაღი ე.წ. პასტა. 

პატიმრის ინფორმაციით, მას უკვე შეფარდებული ჰქონდა 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა. 26 სექტემბერს კი გამოძიების შუამდგომლობით მალხაზ ნიშნიანიძეს პატიმრობის ვადა 2 თვემდე გაუგრძელდა. ამის მიზეზად გამოძიებამ, საქმეზე ახალი გამომძიებლის დანიშვნა დაასახელა.

ნიშნიანიძე საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ითხოვს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარებას, რომელზეც გამოძიებამ უარი უთხრა. მიზეზად კი დაუსახელა, რომ იარაღზე შეუძლებელი იქნებოდა ანაბეჭდის დადგენა.

ქეთევან ქამაშიძის განცხადებით, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად მძიმე არ არის, თუმცა საკმაოდ სუსტად გამოიყურება და შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, მგომარეობა უფრო გართულდეს.

“კონსტიტუციის 42-ე მუხლის” წარმომადგენელი შეხვდა აგრეთვე პატიმარ მურთაზ სოთიაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ციხის ადმინისტრაციამ იგი გადაიყვანა პირველ სართულზე მდებარე მე-6 საკანში, სადაც წყალი ჩადის, დგას გუბეები და ამიტომ იქ ყოფნა თითქმის შეუძლებელია.

ქამაშიძის განცხადებით, მან დაათვალიერა მე-6 საკანი, რომელშიც მართლაც გაუსაძლისი და პატიმრის ჯანმრთელობისათვის საზიანო პირობებია. მის მოთხოვნაზე გადაეყვანათ პატიმარი სხვა საკანში, ციხის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა. მიზეზად კი დაასახელა თავად პატიმრის უსაფრთხოება.

როგორც ქამაშიძეს ციხეში აცნობეს, მურთაზ სოთიაძეს სხვა პატიმრებისგან საფრთხე ემუქრებოდა და ამიტომ გახდა საჭირო მისი გადაყვანა სხვა იზოლირებულ კამერაში.

 

ახალი ამბები