კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაკავებულ ოსებს ფიზიკური დაზიანებები აღმოაჩნდათ

3 ოქტომბერი, 2005

დაკავებულ ოსებს ფიზიკური დაზიანებები აღმოაჩნდათ

თბილისი.03.10.05.მედიანიუსი. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, კერძოდ სოფელ ბერულაში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულ ოსი ეროვნების ეჭვმიტანილებს ფიზიკური დაზიანებები აღმოაჩნდათ. ამასთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამსახურის უფროსი შოთა ხიზანიშვილი აცხადებს, რომ ის პოლიციელები, რომლებიც დაკავებული ოსების მიმართ ფიზიკური დაზიანებების მიყენებაში იქნებიან მხილებულნი, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან.

ანალოგიური განცხადება კეთდება გენერალურ პროკურატურაშიც. გენპროკურატურის ადმინისტრაციული უფლებათა დაცვის მონიტორინგის სამსახურის უფროსი თამარ თამაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება დაიწყო, რომელსაც გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი ხელმძღვანელობს.

თამარ ადამაშვილი ჯერჯერობით ვერ ასახელებს იმ პოლიციელების ვინაობას, რომლებიც ოსი ეჭვმიტანილებისთვის მიყენებული ფიზიკური დაზიანებების გამო პასუხისგებაში მიეცემიან.

“წინასწარი გამოძიების საფუძველზე აღინიშნება, რომ  იკაევს და ზასაევს სხეულზე დაზიანებები აქვთ”, _ აცხადებს თამარ ადამაშვილი.

როგორც ცნობილია, სეპარატისტული ცხინვალის მილიციის თანამშრომლები მაშინ დააკავეს, როცა მათ ავტომანქანიდან სოფელ ბერულას მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი ქართველი დაიჭრა.

ახალი ამბები