კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტარის ყოფილი მეუღლის უფლებებს არასამთავრობოები დაიცავენ

7 ოქტომბერი, 2005

პარლამენტარის ყოფილი მეუღლის უფლებებს არასამთავრობოები დაიცავენ

თბილისი.06.10.05.მედიანიუსი. პარლამენტარ გიორგი ჩახვაძის ყოფილი მეუღლე ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, _ აცხადებენ ძალადობის საკითხებზე მომუშავე და ქალთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე მათ აღნიშნეს, ეთერ ჭუმბურიძეს ყოფილი მეუღლე სისტემატიურად ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. იგი მეუღლისაგან იდევნებოდა, ჩამორთმეული ჰქონდა შვილების ნახვის უფლება, თუმცა საზოგადოება მხოლოდ მისი პარლამენტარი მეუღლის ნაუბარს ისმენს, ჭუმბურიძის აზრი კი იგნორირებულია. მის წარსულს არც გამოძიება ითვალისწინებს.

“იგი იმისათვის დაასამარეს ცოცხლად, რომ ჩამორთმეული აქვს ყველანაირი უფლება, არ აქვს ქონება და არ იცავს დეპუტატის იმუნიტეტი”, _ ამბობს “კავკასიის ქალთა ქსელის” თავმჯდომარე ნინო ციხისთავი.

როგორც არასამთავრობოები აცხადებენ, დღეს საქართველოში ქალების 94 პროცენტი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. ეს კერძო ხასიათის პრობლემა არ არის, იგი სოციალური პრობლემაა. თუმცა ამ საკითხს საზოგადოებაში სათანადო ყურადღება არ ექცევა. ეთერ ჭუმბურიძით კი საზოგადოება და მასმედია იმიტომ დაინტერესდნენ, რომ იგი პარლამენტარის ყოფილი მეუღლეა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აპირებენ ეთერ ჭუმბურიძის გამოძიების პროცესზე მონიტორინგი განახორციელონ, რათა იგი ობიექტურად წარიმართოს, მათი სურვილია ასევე საზოგადოების დიდ ნაწილს მიაწოდონ სრული ინფორმაცია ამ გახმაურებულ შემთხვევაზე და მას ოჯახური ძალადობის პრობლემის გაცნობიერებაში დაეხმარონ.

ეთერ ჭუმბურიძე 1 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალი ყოფილი მეუღლის მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-ტარებაში ედება. მას სასამართლომ უკვე შეუფარდა სამთვიანი პატიმრობა.

ახალი ამბები