კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ლიტვაში გაემგზავრა

10 ოქტომბერი, 2005

საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ლიტვაში გაემგზავრა

თბილისი.09.10.05.მედიანიუსი. სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე, გენერალ-ლეიტენანტი ბადრი ბიწაძე და თავმჯდომარის მოადგილე ეკა გიგაური სამუშაო ვიზიტით ვილნიუსში გაემგზავრებიან.

გაიმართება შეხვედრები ლიტვის რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან; განიხილება ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია ლიტვის სასაზღვრო უწყების გამოცდილება ეფექტური და პროფესიონალური უწყების ჩამოყალიბებისა და სტრუქტურის ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხებთან დაკავშირებით. საუბარი შეეხება ასევე საქართველოს სასაზღვრო უწყებაში მიმდინარე რეფორმებს (სასაზღვრო პოლიციად გარდაქმნა), მის ინტეგრაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში, ევროკავშირის ინსტიტუციებში გაერთიანებას.

შეხვედრაზე მხარეები ოპერატიული ინფორმაციის გაცვლისა და ორგანიზებულ დანაშაულთან წინააღმდეგ ბრძოლის, კონტრაბანდის, არალეგალური მიგრაციისა და ტრანსასაზღვრო დანაშაულებათა აღმკვეთი ღონისძიებების ჩატარების საკითხებსაც შეეხებიან.

ლიტვის რესპუბლიკაში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ქართული სასაზღვრო წამომადგენლების ვიზიტი 13 ოქტომბერს დასრულდება.

 

ახალი ამბები