კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა

12 ოქტომბერი, 2005

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა

თბილისი.12.10.05.მედიანიუსი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის დროს არაერთი სერიოზული დარღვევა გამოვლინდა.

ნავთობსადენის პროექტის განხორციელების სამართლებრივი მონიტორინგის პროგრამის კოორდინატორის ქეთი კვინიკაძის თქმით, მილსადენის მშენებლობამ მოსახლეობას არაერთი პრობლემა შეუქმნა.

"დღეს საქართველოს პრეზიდენტმა საზეიმო ვითარებაში გახსნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი. მაგრამ იმ რაიონების მოსახლეობას, სადაც ეს მილსადენი გადის, ნამდვილად არ აქვს საზეიმო განწყობა. კომპანია "ბი-პი"-მ და საქართველოს ხელისუფლებამ უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენეს ნავთობსადენის სიახლოვეს მცხოვრები ხალხი", _ განაცხადა ქეთი კვინიკაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა დოლიძის განცხადებით კი, მილსადენის მშენებლობის გამო ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება ისტორიულ ძეგლებს ნადარბაზევისა და საკირეს ციხე-დარბაზებსა და აწყურის ციხეს.

"მიუხედავად იმისა, რომ კარგად გვესმის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მნიშვნელობა, უნდა აღინიშნოს, რომ მისი მშენებლობის პერიოდში მნიშვნელოვანი შეცდომები იქნა დაშვებული. გარდა ეკოლოგიური და ბუნებრივი კატასტროფებისა, "ბი პი"-ს ხელმძღვანელობა არაფრად აგდებს ქართველ მუშახელსაც. რვა საათიანი სამუშაო დღის მაგივრად, "ბი-პი"-ს ხელმძღვანელობა იქ დასაქმებულ ადამიანებს 14 საათს ამუშავებს, ხოლო ანაზღაურება სამუშაოსთან შედარებით ძალიან მცირეა", _ განაცხადა ანა დოლიძემ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პროექტის განმახორციელებელ კომპანიებს, უმოკლეს დროში მოაგვარონ ნავთობსადენის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები.

ახალი ამბები