კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი დევნილების დახმარებას გააგრძელებს

13 ოქტომბერი, 2005

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი დევნილების დახმარებას გააგრძელებს

თბილისი.13.10.05.მედიანიუსი. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის აღმასრულებელი კომიტეტის 56-ე სხდომაზე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა ეთერ ასტემიროვამ დევნილთა უფლებების დაცვის საკითხი დასვა.

მან თავის გამოსვლაში იძულებით გადაადგილებულ პირთა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება.

„საუბარი შეეხო როგორც აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილთა პრობლემებს‚ ასევე მესხეთიდან და ჩეჩნეთიდან იძულებით გადაადგილებულთა საკითხსაც. ჩემს გამოსვლაში მოვუწოდე გაეროს ლტოლვითა უმაღლეს კომისარიატსა და საერთაშორისო თანამეგობრობას‚ აღადგინონ და გააძლიერონ ჰუმანიტარული დახმარებები. მეტად სასიხარულოა‚ რომ ჩემი თხოვნის თაობაზე განკარგულებები უკვე გაცემულია და მუშაობა დაწყებულია‚~ _ განაცხადა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა.

ეთერ ასტემიროვას გამოსვლა მესხეთიდან დეპორტირებულთა თემასაც შეეხო.
მინისტრის განცხადებით‚ შექმნილია სახელმწიფო კომისია‚ რომლის წევრებიც შუა აზიის ქვეყნებში ადგილზე შეისწავლიან საქართველოდან დეპორტირებულთა მასალებს.

`მესხეთიდან დეპორტირებულთა უფლებები‚ პირველ რიგში, იმ ქვეყნებში უნდა იყოს დაცული‚ სადაც ისინი ახლა ცხოვრობენ. თითოეულ მათგანს უნდა მიეცეს მოქალაქეობა‚ რის შემდეგაც მათ თავისუფალი გადაადგილების და თავისუფლების არჩევანის საშუალებას მისცემთ‚~ _ განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეთერ ასტემოროვამ.

ახალი ამბები