კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი მთელ მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხოა”

13 ოქტომბერი, 2005

“ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი მთელ მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხოა”

თბილისი.12.10.05.მედიანიუსი. არასამთავრობო სექტორი კომპანია “ბი-პი”-ს ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობისას უსაფრთხოების ზომების დარღვევაში ადანაშაულებს. ამ ბრალდებაზე “ბი-პი”-ს საქართველოს მენეჯერმა რივ დიგენსმა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი მთელ მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხოა.
ნავთობსადენი მთელ სიგრძეზე მიწაშია ჩამარხული და მშენებლობის დასრულებისთანავე დაიწყო სრული აღდგენის სამუშაოები.

მილსადენის საქართველოს მონაკვეთის სიგრძეა 249 კილომეტრი‚ დიამეტრი კი 42 დიუმი. ნავთობსადენი კვეთს საქართველოს შვიდ რაიონს‚ მისი უმაღლესი წერტილი 2.400 მეტრზეა.

დიგენსის განმარტებით, მილსადენის შეერთების ადგილებზე იყო ნაპრალები, თუმცა  ექსპერტებმა ყველა პრობლემა შეისწავლეს და მათი ლიკვიდაცია მანამდე მოხდა, ვიდრე მილების მიწაში ჩადება მოხდებოდა.

 

ახალი ამბები