კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სულხან მოლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ხელახლა შეისწავლიან

18 ოქტომბერი, 2005

სულხან მოლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ხელახლა შეისწავლიან

თბილისი.17.10.05.მედიანიუსი. კონტროლი პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელმწიფო კომისიამ ხელახლა უნდა შეისწავლოს, _ ასეთია ევროსასამართლოს 27 სექტემბრის გადაწყვეტილება.

მოლაშვილის უფლებების აღდგენის მოთხოვნით მისმა ადვოკატებმა ევროსასამართლოს აგვისტოში მიმართეს. როგორც "მედიანიუსს" სულხან მოლაშვილის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ განუცხადა, ევროსასამართლომ არაკომპეტენტურად სცნო სახელმწიფო სამედიცინო კომისიის დასკვნა მოლაშვილის ჯამრთელობის თაობაზე. 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ევროსასამართლო ავალებს  საქართველოს, სახელმწიფო ექვსკაციანმა სამედიცინო კომისიამ ხელახლა გამოიკვლიოს მოლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სათანადო დასკვნა ევროსასამართლოს გაუგზავნოს.

სამედიცინო კომისიის წევრებიდან სამი ექსპერტი სახელმწიფომ, სამი კი მოლაშვილის დაცვის მხარემ უნდა წარადგინოს. 

შავგულიძის თქმით, მოლაშვილის ადვოკატებს შერჩეული ჰყავთ კომისიის წევრობის შემდეგი კანდიდატები: ქირურგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი შარაშიძე, კარდიოლოგიის ინსტიტუტის მთავარი ექიმი გიორგი მათეშვილი და სისხლძარღვთა მიკროქირურგიული კლინიკა
“კარაბადინის” დირექტორი თეიმურაზ ბუაჩიძე.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის წარადგენს სახელმწიფო სამედიცინო კომისიის წევრებად.

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე 2004 წლის 23 აპრილს თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. 2005 წლის 7 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ჯამრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამი ის ამჟამად ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.

ახალი ამბები