კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტებისთვის სოციალურ საკითხებზე სემინარი ჩატარდა

18 ოქტომბერი, 2005

ჟურნალისტებისთვის სოციალურ საკითხებზე სემინარი ჩატარდა

თბილისი.13.10.05.მედიანიუსი. ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის  ინიციატივითა და შვედური პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების (Natverkstan, Socialpolitik, Globalverkstan) მონაწილეობით, 10-13 ოქტომბერს დაბა ლიკანში ჟურნალისტებისთვის სემინარი ჩატარდა.

ქართველ ჟურნალისტებთან ერთად მასში შვედი ჟურნალისტებიც მონაწილეობდნენ. სემინარის მიზანი სოციალურ თემაზე მომუშავე ჟურნალისტებს შორის გამოცდილების გაზიარება იყო.

როგორც ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის ხელმძღვანელმა უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა‚ ეს იყო პირველი სემინარი სოციალურ ჟურნალისტიკაში‚ რომელიც ორგანიზაციის ინიციატივით ჩატარდა.

“საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხი მეტად მწვავედ დგას. თუმცა ამ თემას საზოგადოებისა და მთავრობის მხრიდან ნაკლები ყურადღება ექცევა. ჩვენი მიზანია იგი ფართო საზოგადოების მსჯელობის საგანი გახდეს. სემინარიც ამ მიზანს ისახავდა. შეხვედრამ დაგვარწმუნა‚ რომ სოციალურ სფეროში გაცილებით მეტი პრობლემა ყოფილა‚ ვიდრე მოველოდით‚” _ განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

მისივე თქმით, ამ საკითხებზე სემინარები უფრო ხშირად უნდა ჩატარდეს და არასამთავრობოებსა და თავისუფალ მედიას შორის კავშირები გაღრმავდეს.

ახალი ამბები