კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

2005 წლის "კორუფციის აღქმის ინდექსი"

19 ოქტომბერი, 2005

2005 წლის "კორუფციის აღქმის ინდექსი"
18 ოქტომბერი, 2005 წელი, თბილისი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო"


დღეს "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" გამოაქვეყნა 2005 წლის "კორუფციის აღქმის ინდექსის" (CPI) კვლევის შედეგები. კვლევა ახდენს ქვეყანათა რანგირებას კორუფციის იმ ხარისხობრივი მაჩვენებლის მიხედვით, რომლითაც უცხოელი და ადგილობრივი ბიზნესმენები და ანალიტიკოსები აღიქვამენ კორუფციას ქვეყნის სახელმწიფო თუ პოლიტიკურ სექტორებში. წელს საქართველოს 2.3 ქულა აქვს შესაძლო 10 ქულიდან და 130-ე ადგილს იკავებს გამოკვლეული 158 ქვეყნიდან. წინა წლის შედეგებთან შედარებით საქართველომ 0.3 ქულით გაიუმჯობესა შედეგი. საქართველოს მოხვედრა სამ ქულაზე ნაკლებ ქვეყანათა ჯგუფში (ბურუნდისთან, კამბოჯასთან, კონგოსთან, ვენესუელასთან, პაპუა ახალ გვინეასთან და ყირგიზეთთან ერთად) იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანაში კორუციის დონე ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია. შარშანდელთან შედარებით მცირეოდენი ცვლილება კი გვიჩვენებს, რომ პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში, წინსვლა შესაძლებელია. თუმცა კორუფციულ სისტემათა აღმოსაფხვრელად დიდი ძალისხმევაა საჭირო. საზოგადოების აღქმაში ეს უმნიშვნელო ცვლილება შესაძლოა განპირობებული იყოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული რამდენიმე ცნობილი ანტიკორუფციული ღონისძიებით, კერძოდ, თანამდებობის პირთა დაკავებით და ცალკეულ სამინისტროებში მიმდინარე ინსტიტუციონალური ცვლილებებით. მაგრამ იმისათვის, რომ მთავრობის ანტიკორუფციული კამპანიის შედეგები იყოს მდგრადი, დამატებითი ძალისხმევაა საჭირო, რათა განისაზღვროს ქვეყნის ანტიკოკორუფციული პოლიტიკა და შეიქმნას ძლიერი ინსტიტუტები. დღემდე მთავრობის ანტიკორუფციული სტრატეგია უფრო აღმკვეთი ხასიათის იყო, ვიდრე პრევენციული. 2005 წლის ივნისში, საქართველოს პრეზიდენტმა დაამტკიცა საქართველოს ანტიკორუფციული სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ჩამოყალიბდა მთავრობის პრიორიტეტები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, კერძოდ: კორუფციის პრევენცია და ინსტიტუციონალური რეფორმა, ბიზნეს გარემოს ლებერალიზაცია და საზოგადოების თანამონაწილეობის უზრუნველყოფა ანტიკორუფციულ ღონისძიებებში. სტრატეგიაზე დაყრდნობით მთავრობამ შექმნა სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანია სტრატეგიის განხორციელებისათვის საჭირო კონკრეტულ ღონისძიებათა განსაზღვრა. დღეისათვის მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის მიერ მოწონებული ანტიკორუფციული გეგმის განხორციელებაში აქტიურად ჩაებას როგორც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, ისე ფართო საზოგადოება. მაშინ, როდესაც საზოგადოება არ ფლობს ინფორმაციას ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ღონისძიებებისა და რეფორმების შესახებ, საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერა ამ ცვლილებების განხორციელების პროცესში არასათანადოა. ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ საქართველოში უფრო წარმატებული იქნება, თუ ეს პროცესი ეფექტურად დაიგეგმება და საზოგადოებას საშუალება ექნება აქტიური მონაწილეობა მიიღოს მის რეალიზაციაში.

"კორუფციის აღქმის ინდექსი" იხილეთ ქვემოთ.

http://www.humanrights.ge/files/CPI chart-G.doc

ახალი ამბები