კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მძიმე ავადმყოფი პატიმრები თბილისის მე-5 საავადმყოფოში იმკურნალებენ

21 ოქტომბერი, 2005

მძიმე ავადმყოფი პატიმრები თბილისის მე-5 საავადმყოფოში იმკურნალებენ

თბილისი.20.10.05.მედიანიუსი. იუსტიციისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრებმა კონსტანტინე კემულარიამ და ლადო ჭიპაშვილმა თბილისის მე-5 საავადმყოფოში ის განყოფილება დაათვალიერეს, სადაც, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების გაუქმების შემდეგ, მძიმე ავადმყოფი პატიმრები განთავსდებიან.

კონსტანტინე კემულარიას განცხადებით, საავადმყოფოში პატიმრებისთვის გამოყოფილ 800 კვ. მეტრის ფართზე სასჯელაღსრულების სისტემის უსაფრთხოების სპეციალისტები რეკონსტუქციის სპეციალურ გეგმას შეიმუშავებენ. აქ 40-დან 50-მდე პატიმრის მიღება იქნება შესაძლებელი. განყოფილების დაცვას იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს.

ლადო ჭიპაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული ყველა სამედიცინო პუნქტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაექვემდებარება.

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში წუხელ ინსულტის დიაგნოზით შეიყვანეს მსჯავრდებული, 56 წლის ევგენი შარვაშიძე, რომელსაც სპეციალიზებულ კლინიკაში დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის გადაყვანა ესაჭიროებოდა, თუმცა, როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, სხვადასხვა მიზეზის გამო, მის მიღებაზე საავადმყოფოებმა უარი განაცხადეს.

იუსტიციის მინისტრის კონსტანტინე კემულარიას განცხადებით, ასეთი ფაქტები იშვიათობას არ წარმოადგენს. წუხელ, სამი საათის განმავლობაში სასწრაფო დახმარების ავტომანქანით პატიმარი ჯერ ნევროლოგიის ეროვნულ ცენტრში, შემდეგ თბილისის სახელმწიფოს უნივერსიტეტის კლინიკაში, ბოლოს კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა საადმყოფოებმა პაციენტი არ მიიღეს. პირველ კლინიკაში - უშუქობის, მეორეში - რეანიმაციაში ხელოვნური სასუნთქი აპარატის უქონლობის, ხოლო მესამეში - უადგილობის გამო.

იუსტიციისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების განცხადებით, ეს პრობლემა მას შემდეგ გადაიჭრება, რაც თბილისის მე-5 საავადმყოფოში პატიმრებისათვის სპეციალური, 50-ადგილიანი განყოფილება მოეწყობა.

 

ახალი ამბები