კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ძალოვანი სტრუქტურების ყოფილმა წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

25 ოქტომბერი, 2005

ძალოვანი სტრუქტურების ყოფილმა წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

თბილისი.25.10.05.მედიანიუსი. შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობის წინ ძალოვანი სტრუქტურების ყოფილმა წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს.

ყოფილი პოლიციელები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ საპენსიო ცვლილებების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ცვლილებები მათი პენსიის შემცირებას ითვალისწინებს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები სამინისტროს თანამშრომლებს შენობაში არ უშვებდნენ და მინისტრის მოადგილესთან ვახტან მეგრელიშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აქციის მონაწილეებს შეხვდა თუმცა, ხმაურიანი შეხვედრის პირობებში დიალოგი არ შედგა.

როგორც `მედიანიუსს~ სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში განუცხადეს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი, მხოლოდ და მხოლოდ, იმ ადამიანებისთვის ითვალისწინებს საპენსიო ცვლილებებს, რომლებიც საპენსიო ასაკს 2006 წლიდან მიაღწევენ.

ახალი ამბები