კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მედია ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს

25 ოქტომბერი, 2005

მედია ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმა  2005 წლის 24 ოქტომბერს ტრეფიკინგთან დაკავშირებით ჟურნალისტებისთვის საინფორმაციო სემინარი ჩაატარა.

ამ კამპანიას ცენტრი ბერძნულ ორგანიზაციასთან „მშვიდობის, კვლევისა და მოქმედების ცენტრთან“ ერთად აწარმოებს. საზოგადოების ინფორმირების კამპანია პროექტის „შეწყდეს ტრეფიკინგი“ - ფარგლებში ხორციელდება. პროექტს ძირითადად საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.

სემინარის,  სახელწოდებით „მედია ტრეფიკინგის წინააღმდეგ“, ფარგლებში მედიის წარმომადგენლებსა და საქართველოს სახელმწიფო უწყებების და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებს შორის ინფორმაციის გაცვლა და კოორდინირებული მუშაობის პერსპექტივების დასახვა მოხდა. მომხსენებელთა შორის ეროვნული უშიშროების საბჭოს მრჩეველი და ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი კომისიის წევრი, ბ-ნი ალექსანდრე ნალბანდოვი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი მარკ ჰულსტი და გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტი ეკა გულუა იყვნენ.

სემინარი „მედია ტრეფიკინგის წინააღმდეგ“ ორგანიზებული იყო ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის მიერ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის თანადაფინანსებით..

როგორც ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, ტრეფიკინგის პრობლემა საზოგადოებას ბოლომდე გაცნობიერებული არ აქვს. არადა, პრობლემა მეტად აქტუალურია.

არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ტრეფიკინგის 500-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული, თუმცა ეს მაჩვენებელი რეალურად გაცილებით დიდია.  ნანუაშვილის თქმით, ტრეფიკინგის ცნება ხშირად ჟურნალისტების მიერაც შეცდომით არის ხოლმე განმარტებული.

ამ საკითხზე საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენელთათვის სემინარებს ცენტრი მუდმივად ატარებს. მიმდინარე თვეს, მსგავსი სახის ტრენინგი სტუდენტებს, სოციალურად დაუცველ ქალებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებსაც ჩაუტარდათ. საინფორმაციო სემინარების გამართვას სხვადასხვა რისკ-ჯგუფებისათვის ცენტრი უახლოეს ერთ თვეშიც აპირებს. უახლოეს ხანებშივე ცენტრი გახსნის სპეციალურ საიტს ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამ საიტზე თავმოყრილი იქნება ყველა ის ინფორმაცია, რაც ტრეფიკინგს შეეხება. ცენტრის მიერვე მზადდება საინფორმაციო გამოცემები ტრეფიკინგზე, რომლებიც საზოგადოების ფართო ფენებში გავრცელდება.

ახალი ამბები