კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მცხეთა-მთიანეთის მცხოვრებლებმა ელექტროენერგიის მოთხოვნით სამხედრო გზა გადაკეტეს

25 ოქტომბერი, 2005

მცხეთა-მთიანეთის მცხოვრებლებმა ელექტროენერგიის მოთხოვნით სამხედრო გზა გადაკეტეს

თბილისი.24.10.05.მედიანიუსი. დღეს საქართველოს სამხედრო გზა, ორი საათის განმავლობაში მცხეთა-მთიანეთის მცხოვრებლებს ჰქონდათ გადაკეტილი. ისინი ელექტროენერგიის მიწოდების განახლებას ითხოვდნენ. აქციაში 500-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

საპროტესტო აქციის მიზეზი გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანიის მიერ დამონტაჟებული საერთო მოხმარების მრიცხველები გახდა. მოსახლეობა საერთო მრიცხველზე აღრიცხული მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდაზე უარს აცხადებს და ინდივიდუალური მრიცხველის დამონტაჟებას ითხოვს.

როგორც „მედიანიუსს“ გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მცხეთა-მთიანეთის რეგიობის სამ სოფელში (ჟინვალი, ზაჰესი, სოფელი დიღომი) ინდივიდუალური გამრიცხველიანება დაიწყო. ამისთვის სახელმწიფომ 20 მლნ. ლარი გაიღო.

სადისტრიბუციო კომპანიაში აცხადებენ, რომ თუ კომპანია ინვესტორს თავად მოიზიდავს, ელექტროენერგიის ფასი რეგიონში მოიმატებს და ტარიფი თბილისზე უფრო მაღალი იქნება.

ახალი ამბები