კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროსაბჭოს კომისარი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ მდგომარეობას პირადად გაეცნობა

31 ოქტომბერი, 2005

ევროსაბჭოს კომისარი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ მდგომარეობას პირადად გაეცნობა

თბილისი.28.10.05.მედიანიუსი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის კონსტანტინე კორკელიას ხელმძღვანელობით, ორდღიანი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებოდა.

იქ გამართულ შეხვედრებზე აფხაზეთში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა და პენიტენციარულ სისტემაში არსებული ვითარება განიხილეს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კონსტანტინე კორკელიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან ჰილ რობლესთან, სადაც მათ დეტალურად განიხილეს აფხაზეთის საკითხი.

რობლესთან შეხვედრისას ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დასვა ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის საქართველოში ვიზიტის საკითხი.
"შევთანხმდით, რომ ჰილ რობლესი საქართველოში ჩამოვა, თავად შეისწავლის არსებულ მდგომარეობას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და რეკომენდაციებს მოგვაწვდის", - აღნიშნა კორკელიამ და დასძინა, რომ რობლესის ვიზიტის თარიღი ჯერჯერობით შესათანხმებელია.

ევროსაბჭოში გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო, აგრეთვე, საქართველოს პენიტენციარულ სისტემაში არსებულ ვითარებას. ევროსაბჭოს ექსპერტებმა წელს ზაფხულში სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული მდგომარეობა შეისწავლეს და ანგარიშს ნოემბრის თვეში წარადგენენ.

ახალი ამბები