კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისში პოლიციამ შვიდი ჯარისკაცი დააკავა

31 ოქტომბერი, 2005

ქუთაისში პოლიციამ შვიდი ჯარისკაცი დააკავა

თბილისი.28.10.05.მედიანიუსი. ქუთაისში 28 ოქტომბერს გამთენიისას პოლიციის თანამშრომლებსა და სამხედრო პირებს შორის შელაპარაკება მოხდა‚ რის გამოც სამართალდამცველებმა შვიდი ჯარისკაცი დააკავეს.

ახალგაზრდობის გამზირზე პოლიციელებსა და ჯავშანსატანკო ბატალიონის ნასვამ კონტრაქტორებს შორის შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. პოლიციელებმა ჰაერში რამდენჯერმე გაისროლეს.

სამხედროებს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ ბრალად. სახალხო დამცველის რწმუნებული გიორგი მშვენიერაძე აცხადებს‚ რომ სამხედროები წინასწარი დაკავების საკანში სცემეს. ამის მაგალითად მშვენიერაძეს ჯავშანსატანკო მეთაურის ახსნა-განმარტება და ექსპერტიზის დასკვნა მოჰყავს.

ახალი ამბები