კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისში ეუთო-ს ადამიანური განზომილების დამატებითი შეხვედრა გაიმართება

3 ნოემბერი, 2005

თბილისში ეუთო-ს ადამიანური განზომილების დამატებითი შეხვედრა გაიმართება

თბილისი.02.11.05.მედიანიუსი. 3-4 ნოემბერს თბილისში გაიმართება ეუთო-ს ადამიანური განზომილების მხარდამჭერი შეხვედრა (Supplementary Human Dimension Implementation Meeting – SHDIM) სახელწოდებით: "თავდაცვის ადვოკატთა როლი სამართლიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის საქმეში", რომელსაც ეუთო-ს 55 წევრი ქვეყნის სამასამდე დელეგატი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.
შეხვედრისას განიხილება სამი ძირიდათი საკითხი: იურიდიული კონსულტაციის ხელმისაწვდომობა; საადვოკატო სამსახურში მიღებისა და მისი რეგულირების წესი; მხარეთა თანასწორობა სისხლის სამართლის პროცესში.

ფორუმში მონაწილეობის მისაღებად დღეს დილით საქართველოში ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს (ODIHR) დირექტორი  ქრისტიან სტროჰალი ჩამოვიდა. იგი კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის გარდა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდება.

ODIHR - ის შტაბ-ბინა ვარშავაში მდებარეობს, სადაც ყოველწლიურად იმართება ადამიანური განზომილების იმპლემენტაციის ძირითადი შეხვედრა (Human Dimension Implementation Meeting - HDIM). რაც შეეხება SHDIM - ს, აღსანიშნავია, რომ პირველად იმართება საქართველოში და ძალზედ მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ეუთო-ს თანამეგობრობა სერიოზულად აღიქვამს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს.

ახალი ამბები