კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მეთევზეებმა სახელმწიფო კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს

9 ნოემბერი, 2005

მეთევზეებმა სახელმწიფო კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს

თბილისი.08.11.05.მედიანიუსი. ფოთელმა მეთევზეებმა თბილისში, სახელმწიფო კანცელარიის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი აპროტესტებენ გარემოს დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლს თანახმადაც, ამიერიდან თევზჭერისთვის საჭირო ლიცენზიები აუქციონის წესით გაიცემა.

მეთევზეები აცხადებენ, რომ საჭირო ლიცენზიების მიღება საკმაოდ ძვირი ჯდება.

"პრეზიდენტისაგან კანონიერებას ვითხოვთ. კანცელარიასთან იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ვფიქრობთ, მიხეილ სააკაშვილამდე საერთოდ არ მიდის ჩვენი მოთხოვნები. მოვითხოვთ, გადაგვივადონ სალიცენზიო მოსაკრებელი და შეამცირონ ლიცენზიის ღირებულება", - აცხადებდნენ აქციის მონაწილენი.

როგორც "მედიანიუსს" საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ლიცენზიების აღნიშნული წესით გაცემა ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის განვითარებას.

"ლიცენზიის პირობები გულისხმობს, რომ ლიცენზია მხოლოდ ქართველ მეთევზეზე გაიცეს. გარდა ამისა ლიცენზიის პირობების მიხედვით, შავ ზღვაში დაჭერილი თევზი მხოლოდ საქართველოს ბაზარზე უნდა გაიყიდოს. სწორედ ეს პირობა უკრძალავს მეთევზეებს თევზის თურქეთში გატანას. როგორც ჩანს, ამ ადამიანების უკან თურქი ვაჭრები დგანან", _ განუცხადეს "მედიანიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ახალი ამბები