კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში, ძირითადად, სამართლიანი სასამართლოს უფლება ირღვევა

10 ნოემბერი, 2005

საქართველოში, ძირითადად, სამართლიანი სასამართლოს უფლება ირღვევა

თბილისი.08.11.05.მედიანიუსი. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით გათვალისწინებული 14 უფლებიდან საქართველოში, ძირითადად, სამართლიანი სასამართლოს უფლება ირღვევა, _ აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” წარმომადგენლები.

ამ ორგანიზაციამ მოსამართლეთა სწავლების ცენტრში დღეს დისკუსია გამართა. დისკუსიის თემა იყო “ევროსასამართლო და საქართველო”. იგი სამწლიანი პროექტის _ “ევროსასამართლოს სტანდარტების, დანერგვა საქართველოში” ფარგლებში  ჩატარდა. ღონისძიებას თბილისის საქალაქო სასამართლოს,  იუსტიციის სამინისტროსა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე ადვოკატები ესწრებოდნენ.

როგორც პროექტის კოორდინატორმა მანანა კობახიძემ აღნიშნა, პროექტის მთავარი მიზანია ქართულ სამართალწარმოებაში ევროსასამართლოს გამოცდილების დანერგვა.
“ჩვენი ინტერესია სამართლიანი სასამართლოს უფლება მოქალაქეს საქართველოშივე ჰქონდეს და შემცირდეს ევროსასამართლოში საქართველოდან გაგზავნილ განაცხადთა რაოდენობა”, _ აღნიშნა მან.

ევროპულ კონვენციას საქართველო 1999 წელს შეუერთდა. ამ ხნის განმავლობაში საქართველოდან ევროსასამართლოში განსახილველად 75-მდე საქმე გაიგზავნა. ევროსასამართლომ ოთხი მათგანი უკვე განიხილა. მათგან ორი: `ასანიძე _ საქართველოს წინააღმდეგ~ და ე.წ. ჩეჩნების საქმე `შამაევი და 12 სხვა საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ~ მოსარჩელეთა გამარჯვებით დასრულდა. ამ ქვეყნებს მომჩივანი მხარის სასარგებლოდ სოლიდური თანხის გადახდა დაეკისრათ. ასანიძის საქმის შემთხვევაში საქართველომ 150 ათასი ევრო დროულად გადაიხადა.

როგორც “კონსტიტუციის 42-ე მუხლში” აცხადებენ, საქართველოსთვის 75 საჩივარი დიდი რიცხვია, არადა ევროსასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქვეყანას სერიოზული ფულადი ჯარიმა დაეკისრება. მისი გადაუხდელობის შემთხვევაში კი  ევროსაბჭოდან მისი გარიცხვის საკითხიც დადგება.

 

ახალი ამბები