კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტი კანონიერი ქურდების შესახებ კანონპროექტს განიხილავს

10 ნოემბერი, 2005

პარლამენტი კანონიერი ქურდების შესახებ კანონპროექტს განიხილავს

თბილისი.08.11.05.მედიანიუსი. პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი ორგანიზებულ დანაშაულთა და რეკეტთან ბრძოლის შესახებ. კანონპროექტი დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ დეკანოიძემ წარუდგინა.

კანონპროექტში ძირითადი ყურადღება ე.წ. კანონიერ ქურდებთან ბრძოლაზეა გამახვილებული. პროექტის მიხედვით, ქურდულ სამყაროდ ითვლება პირთა ის წრე, რომელიც დადგენილი სპეციალური წესებით, მუქარითა და დაშინებით ცდილობს სარგებლის მიღებას.

ამავე ნორმატიულ აქტში აღნიშნულია, რომ ქურდულ გარჩევად ითვლება დამნაშავეთა ისეთი თავყრილობა, რომლებიც სპეციალური წესებით, მუქარითა და შანტაჟით ცდილობენ სარგებლის მიღებას. ხოლო კანონიერ ქურდად ითვლება პირი, რომელიც დამნაშავეთა სამყაროში ორგანიზატორის როლს ასრულებს, ან სხვას აქეზებს დანაშაულის ჩასადენად.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, თუ სასამართლო პირს ე. წ. კანონიერ ქურდად სცნობს, მას ჩამოერთმევა რეკეტით შეძენილი ქონება და გადაეცემა სახელმწიფოს.

ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტის” წევრის იულიანე ხაინდრავას განცხადებით,  კანონპროექტში ფაქტობრივად, ქურდული სამყაროს ლეგალიზაცია მოხდა.

“ქურდული სამყარო და ე.წ. კანონიერი ქურდები ყოველთვის კანონის გარეთ იდგნენ. სახელმწიფომ კი მათ კვალიფიკაცია მიანიჭა და მათი ლეგალიზაცია მოახდინა, რასაც ვულოცავ ამ ხელისუფლებას. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ქურდულ სამყაროდ ითვლება პირთა ის წრე, რომლებიც მოქმედებენ სპეციალურად დადგენილი წესებით და ცდილობენ სარგებლის მიღებას. კი მაგრამ, ფეხბურთის გუნდიც სპეციალურად დადგენილი წესებით მოქმედებს და მისი მიზანიც სარგებლის მიღებაა. კანონპროექტის მიხედვით გამოდის, რომ თითოეული ფეხბურთელი, ან მოკრივე ქურდული სამყაროს წევრია”, _ განაცხადა ივლიანე ხაინდრავამ.

ხაინდრავას დაეთანხმა “მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ კანონპროექტი საკმაოდ ბუნდოვან განმარტებებს შეიცავს.

ახალი ამბები