კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტუდქალაქში მცხოვრებმა სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს

15 ნოემბერი, 2005

სტუდქალაქში მცხოვრებმა სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს

თბილისი.11.11.05.მედიანიუსი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში მცხოვრებმა სტუდენტებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს.

სტუდქალაქის შენობების გარემონტების მიზეზით‚ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ იქ მცხოვრებ 84 სტუდენტს შენობის დაცლა მოსთხოვა. სტუდენტები სტუდქალაქიდან გამოსვლაზე უარს აცხადებენ და უნივერსიტეტის რექტორთან რუსუდან ლორთქიფანიძესთან შეხვედრას მოითხოვენ.

“ჩვენ წერილობით მივმართეთ უნივერსიტეტის რექტორს და ვთხოვეთ, გამოეყო ჩვენთვის დრო‚ რათა პირადად შევხდეთ და ავუხსნათ ჩვენი მდგომარეობა. ჩვენ აქ ყოველთვიურად 20 ლარს ვიხდით და ამ ფასად ვერსად შევძლებთ ფართის ქირაობას. რუსუდან ლორთქიფანიძემ ზუსტად უნდა განგვიმარტოს, თუ რას გვიპირებენ‚” _ აცხადებენ სტუდენტები.

მათივე ვარაუდით‚ სტუდქალაქის შენობების შესყიდვა რომელიმე კომპანიას ან კერძო პირს აქვს გადაწყვეტილი. უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში ამ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ‚ რომ სტუდენტებს სტუდქალაქიდან გამოსახლება მხოლოდ კორპუსების გარემონტების მიზნით მცირე ხნით მოსთხოვეს.

სტუდენტთა აქციაზე რექტორი არ მისულა.

ახალი ამბები