კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიხეილ სვიმონიშვილს ყოფილი თანამშრომლები საპროტესტო აქციით ემუქრებიან

17 ნოემბერი, 2005

მიხეილ სვიმონიშვილს ყოფილი თანამშრომლები საპროტესტო აქციით ემუქრებიან

თბილისი.16.11.05.მედიანიუსი. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 69 თანამშრომელი სამინისტროში მიმდინარე რეფორმის საფუძველზე სამსახურიდან გაათავისუფლეს.

დათხოვილი თანამშრომლები მინისტრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, მათი შემცირება სფეროში გაუცნობიერებელმა, არაკომპეტენტურმა კომისიამ გადაწყვიტა.

სოფლის მეურნეობის მინისტრი მიხეილ სვიმონიშვილი ყოფილი თანამშრომლების პროტესტს არ იზიარებს და რეფორმით უკმაყოფილო ადამიანებს სასამართლოში ჩივილს ურჩევს.

“სამინისტროში ჩვეულებრივ, რეფორმა მიმდინარეობს. ჩატარდა ატესტაცია და კომისიამ გამოავლინა, ვინ დარჩებოდა და ვინ დატოვებდა სამსახურს. ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია სასამართლოს ნებისმიერ პრეტენზიით მიმართოს”, - განაცხადა მიხეილ სვიმონიშვილმა.

სამინისტროდან გათავისუფლებულები მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციების მოწყობას გეგმავენ.

ახალი ამბები