კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსმა სამშვიდობოებმა საქართველოს მოქალაქე დაჭრეს

17 ნოემბერი, 2005

რუსმა სამშვიდობოებმა საქართველოს მოქალაქე დაჭრეს

თბილისი.15.11.05.მედიანიუსი. გორი-ცხინვალის საავტომობილო მაგისტრალზე შერეული სამშვიდობო ძალების რუსული ბატალიონის წევრებმა მეღვრეკისის საგუშაგოდან მიმავალი ავტომობილის მგზავრებს ცეცხლი გაუხსნეს.

გარდაბნელი ვადალ მამედოვი, რომელიც ავტომანქანას მართავდა, თავის არეში დაიჭრა. მისი მდგომარეობა ამჟამად არცთუ მძიმეა. რუსი სამშვიდობოების ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ცეცხლი მაშინ გაიხსნა, როცა მძღოლი მათ არ დაემორჩილა, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს ვადალ მამედოვი. მისი თქმით, რუს მშვიდობისმყოფელებს ავტომანქანის გაჩერება არ მოუთხოვიათ.

“სასტვენით და ხელის აწევით ჩემთვის ავტომანქანის გაჩერება არავის უნიშნებია. როგორც კი საგუშაგოს გავცდი, უკნიდან მესროლეს”, - აცხადებს ვადალ მამედოვი.

მეღვრეკისის საგუშაგოზე სამშვიდობო ძალების სარდალი, გენერალი მარად კულახმეტოვი მივიდა, რომელმაც ინციდენტი უკომენტაროდ დატოვა.

როგორც “მედიანიუსს” შერეული სამშვიდობო ძალების ქართული ბატალიონის სარდალმა პაატა ბედიანიშვილმა განუცხადა, რუსებმა ავტომანქანას უმიზეზოდ გაუხსნეს ცეცხლი.

“ამჟამად მიმდინარეობს მოკვლევა და თუ დანაშაული გამოიკვეთება, მის მიმართ ზომები გატარდება, თუმცა ეს ქართული მხარის კომპეტენციაში არ შედის და რუსულმა მხარემ უნდა გააკეთოს”, _ აცხადებს პაატა ბედიანაშვილი.

დაჭრილ ვადალ მამედოვს სამედიცინო დახმარება საველე პოსტის სამხედრო ექიმებმა აღმოუჩინეს.

ახალი ამბები