კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზეწოლა მედიაზე კახეთის რეგიონში

18 ნოემბერი, 2005

ზეწოლა მედიაზე კახეთის რეგიონში

ამა წლის 17 ნოემბერს გურჯაანის გამგეობის შენობის წინ ადგილობრივმა ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ გურჯაანის გამგებლის აკაკი სიხარულიძის სატელევიზიო გამოსვლა გააპროტესტეს.

16 ნოემბერს, გურჯაანის რაიონის გამგებელმა აკაკი სიხარულიძემ, ადგილობრივი ტელევიზიით გამოსვლისას, საჯაროდ დასდო ბრალი რეგიონის მედია საშუალებებს კორუმპირებულობაში, შეკვეთილი ინფორმაციის გავრცელებაში და  სპეცსამსახურების შეგზავნით დაემუქრა.

ჟურნალისტთა საპროტესტო აქციას სიხარულიძის ბოდიში მოჰყვა და კორუფციაში უკვე არა მთლიანად მედია, არამედ კონკრეტული ჟურნალისტი _ გელა მთივლიშვილი დაადანაშაულა.

გარდა ამისა, სატელეიზიო გამოსვლაში სიხარულიძემ საჯაროდ განაცხადა, რომ არ ცნობს ინფორმაციის საჯაროობას და რომ გამგეობის სხდომებზე არ დაუშვებს მედიის დასწრებას: “ჩემი ნებაა, როცა მინდა მაშინ გავცე საჯარო ინფორმაცია, ასევე ჩემი კეთილი ნებაა, დავასწრებ თუ არა ჟურნალისტებს სხდომებზე”, _ განაცხადა სიხარულიძემ.

 

ახალი ამბები