კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზუგდიდში ბაზრის მოვაჭრე გაუჩინარდა

21 ნოემბერი, 2005

ზუგდიდში ბაზრის მოვაჭრე გაუჩინარდა

ზუგდიდი.20.11.05.მედიანიუსი. ზუგდიდის რაიონის მკვიდრის, ლუიზა ფიფიას გაუჩინარებას პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე სამეგრელო-ზემო სვანეთში ალექსანდრე ახვლედიანი "პროვოკაციას" უწოდებს.

ლუიზა ფიფიას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა აქცია ზუგდიდში, მხარის ადმინისტრაციასთან დღეს დილით გამართეს. მათი განცხადებით, 19 ნოემბერს, გვიან ღამით, ფიფია სამთავრობო დაცვის წევრებმა სახლიდან გაიყვანეს და უთხრეს, რომ მასთან შეხვედრა პრეზიდენტის თანაშემწეს სურდა. ამის შემდეგ ლუიზა ფიფია აღარავის უნახავს და მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

აქციის მონაწილეთა ვარაუდით, ფიფია გატაცებულია. მათ ადგილობრივ ხელისუფლებას ფიფიას დაბრურნება მოსთხოვეს.

რწმუნებულის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანი კი მიიჩნევს, რომ მომხდარი პროვოკაციაა, რომელიც ლუიზა ფიფიამ თავად მოაწყო.

"ლუიზა ფიფია ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეა. ის არის ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის - გოჩა ფიფას მოგვარე და რუპორი. გოჩა ფიფია კი დიდი პროვოკაციების ოსტატია. ვის რაში სჭირდებოდა ლუიზა ფიფიას მოტაცება, რომელი ნელსონ მანდელა ეგ არის", - განუცხადა "მედიანიუსს" ალექსანდრე ახვლედიანმა.

მისივე აზრით, ეს "დიდი პროვაკაცია" ხელისუფლების წინააღმდეგ  არის მიმართული.

ახალი ამბები