კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მოსამართლეები დაუპირისპირდნენ

22 ნოემბერი, 2005

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მოსამართლეები დაუპირისპირდნენ

თბილისი.21.11.05.მედიანიუსი. მოსამართლეები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წინააღმდეგ გამოდიან.

სამი მოსამართლე: ნინო გვენეტაძე, საოლქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე დავით სულაქველიძე და მერაბ ტურავა მათ წინააღმდეგ დაწყებულ დისციპლინარულ დევნაზე საუბრობენ. სამივე აცხადებს, რომ დევნა დაიწყო მას შემდეგ, რაც მათ რამდენჯერმე უარი თქვეს წინასწარ შეკვეთილი გადაწყვეტილების მიღებაზე.

"სწორედ ამის შემდეგ დამიკავშირდნენ მე იუსტიციის საბჭოდან და მითხრეს, რომ ჩემს წინააღმდეგ აღიძრა დისციპლინარული დევნა. მიზეზი არ დაუსახელებიათ, შემდეგ, ვერ მოითმინეს და შაბათს ღამის პირველის ნახევარზე დამირეკეს, რათა ეცნობებინათ, რომ ჩემი საკითხი განიხილება სამშაბათს 18 საათზე. ასეთი ქმედებები ყოველგვარი საზღვრებიდან გამოდის და უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს", - აცხადებს ტურავა.

დღეს მოსამართლეების საკითხი დისციპლინარულ საბჭოზე გადის და პრეტენზიად სწორედ დისციპლინარულ გადაცდომებს წაუყენებენ.

გუშინ სამივე მოსამართლემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად პრესკონფერენცია მოაწყო.


 

ახალი ამბები