კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

#1 საპყრობილეში პატიმარმა პატიმარი მოკლა

24 ნოემბერი, 2005

#1 საპყრობილეში პატიმარმა პატიმარი მოკლა

თბილისი.24.11.05.მედიანიუსი. 23 ნოემბერს, დაახლოებით 18 საათზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #1 საპყრობილის სარდაფში, სადაც ადრე აბანო იყო განთავსებული, მსჯავდებული 27 წლის პაატა მამულიას გვამი აღმოაჩინეს.

ოპერატიული ღონისძიების შედეგად ცხელ კვალზე დააკავეს ყაჩაღობის, მანქანის გატაცებისა და მკვლელობის მცდელობისათვის გასამართლებული, 29 წლის მათე ხოსიტაშვილი.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი პატიმრის ჩვენების მიხედვით, ინციდენტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. მათე ხოსიტაშვილმა პაატა მამულიას თავში რკინის საგანი ჩაარტყა.

მომხდარის შესახებ დაუყონებლივ ეცნობა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, პროკურატურას. საქმეს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი იძიებს.

ახალი ამბები